basket icon

 წესები და პირობები

 

1.         პრეამბულა

„მიმწოდებელი“ (შემდგომ ასევე „22.ge”, „22 გრადუსი“ ან „კომპანია“) და „მომხმარებელი“ ცალ-ცალკე წოდებულნი როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად - როგორც „მხარეები“.

 

2.         ზოგადი დებულებანი

2.1   კომპანიაში განხორციელებული ყველა შეკვეთა რეგულირდება ამ დოკუმენტში მოცემული მოცემული წესებისა და საბანკო პირობების მიხედვით.

2.2   მომხმარებელი ყურადღებით უნდა გაეცნოს წინამდებარე წესებს და პირობებს. ვებ-გვერდის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი ეთანხმება ქვემოთ მოცემულ ყველა წესსა და პირობას. 22.ge-ის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ასევე ეთანხმება 22.ge-ის კონფიდენციალობის პოლიტიკას და 22.ge-ის ნივთის დაბრუნების პოლიტიკას.

2.3   წინამდებარე პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ  უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას  მასზედ, რომ კომპანიის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის.

2.4   კომპანიის მიერ შეცვლილი პირობები არ გავრცელდება უკვე არსებულ ვალდებულებებზე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეცვლილ პირობებს, კომპანია უფლებამოსილია მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

3.         ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

3.1 მიმწოდებელი - კომპანია „შპს აქუათერმი“ რომელიც ახორციელებს მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზებას და რეალიზაციას ანაზღაურების სანაცვლოდ.

3.2 მომხმარებელი - ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი, ამხანაგობა, ინდივიდუალური მეწარმე.

3.3 პროდუქციის მიწოდება - გულისხმობს მიმწოდებლის  მიერ მომხმარებლისთვის  პროდუქტზე საკუთრების უფლების გადაცემას სასყიდლით .

 

4.         პროდუქტისა და სერვისის აღწერები

4.1   კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია, კონკრეტულ ველებში პირადი ინფორმაციის შეყვანის შემდეგ.

4.2   კომპანია ცდილობს წარუდგინოს მომხმარებელს როგორც პროდუქტების, ასევე სერვისის ზუსტი აღწერილობა. ამასთანავე კომპანია არ იძლევა გარანტიას რომ  დაზღვეულია აღწერილობები, ფერები, ზომები და სხვა დეტალები შეცდომისაგან, კომპანიის მიერ შეცდომით მიწოდებული პროდუქტის არსებობისას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტი არ ემთხვევა აღწერილ პროდუქტს მომხმარებელს შეუძლია დააბრუნოს ის მხოლოდ გამოუყენებელ მდგომარეობაში, ნივთის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

4.3   ფერები და სხვა დეტალები, რომელსაც მომხმარებელი ხედავს მის კომპიუტერში, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფაქტობრივ პროდუქტს. შესაბამისად კომპანია არ იძლევა მომხმარებლის წინაშე გარანტიას, რომ მომხმარებლის ელექტრონული მოწყობილობა (კომპიუტერი, სმარტფონი) ზუსტად აჩვენებს პროდუქტის დეტალებს.

 

5.         ნივთის შეძენა ვებ-გვერდის მეშვეობით

5.1   მიმწოდებელი სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის გათბობისა და წყალგაყვანილობა/კანალიზაციის სისტემებს და აქსესუარებს, რომლის შეძენაც შესაძლებელია როგორც ნაღდი,  ასევე უნაღდო  ანგარიშსწორებითაც თითოეულ პროდუქტზე მითითებული ფორმით.

5.2   დანიშნულების ადგილზე ნივთის დაგვიანებით მიტანის შემთხვევაში მიმწოდებელი არ აუქმებს შეკვეთას და არ ანაზღაურებს მიტანის საფასურს თუკი აღნიშნულის მიზეზია არასრული ავტორიზაცია, არასრული საკონტაქტო ინფორმაცია, არაზუსტი მისამართი და მომხმარებლის მხრიდან ნივთის მიღებასთან დაკავშირებული არასწორი ინტრუქცია. ასეთ დროს პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე ნებისმიერ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. განმეორებით ვიზიტის ან სხვა მისამართზე მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით იხდის მიწოდების საფასურს.

5.3   მიმწოდებელი პასუხს არ აგებს იმ დაზიანებაზე, ღირებულებასა ან ხარჯზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მიუვალ ადგილზე, ან არასათანადო პირობების შედეგად.

5.4  ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით დეტალები იხ. მიწოდების პოლიტიკის დოკუმენტში.

 

6.         მხარეთა პასუხისმგებლობა

6.1   ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხს აგებს მომხმარებლისა და პაროლის გაუმჟღავნებლობაზე. მიმწოდებელი იხსნის პასუხისმგებლობას იმ შედეგებზე, რაც პირადი პორტალის მესამე პირის მიერ გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს.

6.2   მომხმარებელი, ვებ-გვერდზე რეგისტრაციით ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის დროს წარდგენილი ინფორმაცია  უტყუარი, ზუსტი და იურიდიული ძალის მქონეა. თუმომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია იცვლება, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ და მიაწოდოსშეცვლილი მონაცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიერ ბოლოს დაფიქსირებული საკონტაქტო მონაცემების მიხედვით გაგზავნილი ინფორმაცია მიღებულად ჩაითვლება.

 

7.         ინფორმაცია ფასების შესახებ

7.1 მიმწოდებელი უფლებამოსილია გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა, რომელშიც გამოვლინდება ფასის ცდომილება მაშინაც, კი თუ მომხმარებლის შეკვეთა დადასტურებულია და  კომპანიისგან მიღებული აქვს მიწოდების ინსტრუქციები. მოცემული შემთხვევის არსებობისას მომხმარებელმა შესაძლოა მიიღოს შეტყობინება შეკვეთის გაუქმების ან ინსტრუქციების შესახებ.

7.2   მიმწოდებლის მიერ გამოქვეყნებული პროდუქციის ფასი შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს. ამდენად, მომხმარებლის მიერ მხოლოდ სასურველ ნივთებში დამატება ვერ უზრუნველყოფს ფასის ცვლილების შეჩერებას. მომხმარებელი კომპანიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის გზით, მომსახურების შეცვლილ პირობებს ეთანხმება, ხოლო თუ ცვლილება ეხება ნივთის ღირებულების შესახებ ცვლილებას, რომელიც შეძენილი არ არის, მომხმარებელს თავისი სურვილით შეუძლია შეიძინოს  ან გააუქმოს შეკვეთა. 

 

8.         შეკვეთის დადასტურება

8.1   ყიდვის ოპერაციის დასრულებისას მომხმარებელი ეთანხმება პირობას, რომ გადაიხდის შეკვეთილი პროდუქციის საფასურს.

8.2   მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, რომ აირიდოს პრობლემა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთანავე მომხმარებელი ვალდებულია კომპანიის შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს მიაწოდოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია.

8.3 გადმორიცხვის გზით ანგარიშსწორების შემთხვევაში, ვებსაიტზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე თანხის გადმორიცხვამდე მყიდველი ვალდებულია ნივთი დაამატოს კალათში დაასრულოს შეკვეთის პროცესი, ხოლო გადმორიცხვის დანიშნულებაში მიუთითოს შეკვეთის კოდი.

 

9.         პროდუქტის დაბრუნება და გარანტიები

პროდუქტის დასაბრუნებლად მომხმარებელმა პროდუქტი უნდა შეამოწმოს კურიერის თანდასწრებით. თუ პროდუქტის  მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ როგორც, ვიზუალურ  ასევე ტექნიკურ მახასიათებლებლებს, მომხმარებელს შეუძლია უარი განაცხადოს პროდუქტის მიღებაზე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა, პროდუქტის ჩაბარების შემდეგ აღმოაჩინა პროდუქტის ქარხნული წუნი მომხმარებელი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს კომპანიას ნივთის ჩაბარებიდან 48 საათში. პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს მაღაზიას დაუზიანებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას დაბრუნებულ პროდუქტზე იმ მომენტამდე, სანამ არ მიიღებს მას. დეტალირად იხ. დაბრუნების პოლიტიკის დოკუმენტი.

10.      მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავათა გადაწყვეტის წესი:

წინამდებარე ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის განხილვა და გადაწყვეტა მოხდება საქართველოს საერთო სასამართლოების კანონმდებლობის საფუძველზე.

 

11.      პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

11.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, სამოქალაქო მღელვარება, გაფიცვა, სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ნორმატიული ან ადმინისტრაციული შეზღუდვების დაწესება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ვალდებულების შესრულებაზე).

11.2 მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუძლეველი ძალის დადგომისთანავე   დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით, ასეთი მოვლენების  არსებობის შესახებ.

 

12.      ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა:

12.1. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.

12.2. მომხმარებელის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად დაჯეროვნად 22.ge-ისთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას;

 

13.      მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:

13.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

13.2. მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;

13.3. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებსშორის მოლაპარაკების გზით;

13.4. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულდავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.

 

 

14.      დამატებითი პირობები

14.1 შეკვეთის განსახორცილებელად მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს პირადი მონაცემები ვებ-გვერდზე www.22.ge, წესებსა და პირობებზე თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მომხმარებელს გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

14.2 პროდუქტის შესაძენად მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ იმ გადახდის მეთოდის გამოყენება, რაც განთვასებულია ვებ-გვერდზე.

14.3 საიტის გამოყენების წესებსა და პირობებში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რის თაობაზეც ინფორმაცია განთავსდება ვებ-საიტზე www.22.ge.