basket icon

 1.               მიწოდების ვადა

პროდუქტების მიტანა თბილისის მასშტაბით ხორციელდება 3-4 სამუშაო დღეში. ჩვენ ვახდენთ პროდუქციის მიწოდებას ყოველ სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში თუ შეკვეთა განხორციელდა შაბათს ან კვირას, პროდუქტების მიწოდება მოხდება სამშაბათს ან ოთხშაბათს.

2.               ონლაინ შეძენილი პროდუქციის მიღება ფიზიკურ მაღაზიაში

ონლაინ შეძენილი პროდუქციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ფიზიკურ მაღაზიაშიც, თუკი ნივთი უკვე არ არის გამოგზავნილი თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. მაღაზიაში ნივთის მიღებისთვის თქვენ უნდა წარმოადგინოთ გადახდის ქვითარი და პირადობის მოწმობა. პროდუქციის მიღება შესაძლებელი იქნება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

3.               ნივთის ჩაბარება

  • 1. პროდუქტებთან ერთად, ყველა საჭირო დოკუმენტაცია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, სატრანსპორტო ზედნადები და საგარანტიო ტალონები.
  • 2. მომხმარებელმა მიწოდების სერვისს უნდა წარუდგინოს პირადობის მოწმობა და ხელი მოაწეროს სატრანსპორტო ზედნადებზე. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელმა დაადასტურა პროდუქციის მიღება.
  • 3. ნივთის გადაცემა მოხდება იმ მომხმარებელზე, რომელმაც გააკეთა განაცხადი ან მის მიერ მითითებულ პირზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მიმწოდებელს ნივთის ჩამბარებელი პირის შესახებ (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) წინააღმდეგ შეთხვევაში ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმდება. ნივთის ჩაბარების მომენტში აუცილებელია მომხმარებელმა, ან მის მიერ მითითებულმა პირმა, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • 4. ყველა მძიმე პროდუქტი და მასალა იქნება მოტანილი თქვენს მისამართზე, კართან ამოტანის გარეშე.

4.               ადგილზე მიტანის ღირებულება

ადგილზე მიტანის ღირებულება გამოითვლება ავტომატურად, მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ონლაინ შეკვეთას, შემდეგი წესების შესაბამისად:

  • 1. თბილისის ყველა ნაწილში, მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი იმ შემთხვევაში, თუ შენაძენის თანხა 800 ლარზე მეტია, წონა კი - 1000 კგ ან ნაკლები.
  • 2. თბილისის ყველა ნაწილში მიტანის სერვისი ჯდება 30 ლარი, იმ შემთხვევაში თუ შენაძენის თანხა 800 ლარზე ნაკლებია, წონა კი 0-400 კგ-მდეა.
  • 3. თბილისის ყველა ნაწილში მიტანის სერვისი 70 ლარი ღირს, თუ შესყიდვის თანხა 800 ლარზე ნაკლებია, წონა კი 401-1000 კგ-ს ფარგლებში