basket icon

22 გრადუსი (შპს აქუათერმი ს/ნ 400184242) (შემდგომ ასევე „კომპანია“, 22გრადუსი, 22.ge) www.22.ge-ზე შეძენილი პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას ნივთის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი პროდუქტი ქვემოთ მითითებული წესების დაცვით:

 

1.               პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები

  • 2. პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანიას და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
  • 3. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა კომპანიის ელ. ფოსტის მისამართზე: info@22.ge)
  • 4. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში; 15:00-მდე გაკეთებული შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მომდევნო სამუშაო დღის 09:00-მდე, ხოლო 15:00-ის შემდეგ გაკეთებული შეკვეთის - მომდევნო სამუშაო დღის 23:59-მდე.
  • 5. თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღით. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ(ებ)ის დაბრუნების პროცედურა.
  • 6. პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა თბილისში და რეგიონში 10 სამუშაო დღისა.
  • 7. პროდუქტის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).
  • 8. პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
    • 8.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
    • 8.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
    • 8.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
    • 8.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;

 

2                 ანაზღაურების წესი

  • 1 კომპანია მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:
    • 1.1 100%, იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.);
    • 1.2 100% იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
    • 1.3 80-90% -მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
    • 1.4 60-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/დადიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ(ებ)ი.
    • 1.5 თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.
  • 2 თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
  • 3 კომპანია მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითადა ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში, გარდა 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
  • 4 წინამდებარე პოლიტიკის 3.1.1. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებელს პროდუქტისღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

 

3                 ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

  • 1 კომპანია მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას ანაზღაურებს ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას, იმ შემთხვევაში, თუ:
  • პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
    • 2 ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულებას ანაზღაურებს მომხმარებელი, რომელიც 30კგ-მდე პროდუქტების შემთხვევაში შეადგენს 10₾, ხოლო 30კგ და მეტის შემთხვევაში 40₾.

 

4                 პროდუქციის დაბრუნება პროცედურა

  • 1 იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური პროდუქტის წამოღებაზე;
  • 2 პროდუქციის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;
  • 3 თუ პროდუქციის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო (აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და 22.ge-ზე განთავსებულ პროდუქტის მახასიათებლებს), კომპანია უზრუნველყოფს სურვილის დაფიქსირებიდან თბილისში 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონში 10 სამუშაო დღის ვადაში პროდუქტის დაბრუნებას (მომხმარებლიდან პროდუქტის წამოღებას) წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით.
  • 4 პროდუქტის მიღებიდან 48 საათის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • 5 პროდუქტის მიღებიდან 48 საათის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში,თუ სერვის ცენტრი დაადგენს ნივთის ქარხნული წუნის არსებობის ფაქტს და ნივთის ჩანაცვლების საჭიროებისთვის გასცემს შესაბამის დასკვნას, კომპანიის მიერ ნივთის ჩანაცვლების განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის აღნიშნული დასკვნის დედანის ჩაბარება.

 

5                 განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნების წესი

  • 1 განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესების გათვალისწინებით.
  • 2 განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება კომპანიის თანხმობის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს და არ მომხდარა პროდუქტის გამოყენება/გახსნა, არ არის დარღვეული პროდუქტის სასაქონლო იერსახე და პროდუქტს თან ახლავს ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც თან ახლდა მისი მომხმარებლისთვის ჩაბარების მომენტში.
  • 3 განვადებით შესყიდული პროდუქციის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება კომპანიის თანხმობით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განვადების გაუქმებამდე ან ნივთის დაბრუნებამდე კომპანიას აუნაზღაურებს წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად განსაზღვრულ ტრანსპორტირების საფასურსა და 3.1.3-3.1.4 პუნქტებით განსაზღვრულ ნივთის ნაკლის არსებობისას დადგენილ საფასურს, კერძოდ: 10-20% - 3.1.3. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და 20-40% 3.1.4 ფუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (ასეთის არსებობისას).